გიორგი გოგია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, შიმშილობასა და მის უფლებრივ მდგომარეობაზე

Your browser doesn’t support HTML5

როგორ შეაფასებს ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Human Rights Watch“-ი საქართველოს ყოფილი, რიგით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ამბავს და მოჰყვება თუ არა მომხდარს მწვავე შეფასებები?

ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, წლიური ანგარიშის გამოსვლამდე ვერ მივიღებთ, თუმცა რადიო თავისუფლებამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება მაინც სთხოვა „Human Rights Watch“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორს, ადამიანის უფლებების დამცველს, გიორგი გოგიას.