„ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავი ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნეს

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე (ყოფილი ვარდების მოედანი) ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს მოქალაქეებმა, რითიც აღნიშნეს „ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავი.

აქცია-პერფორმანსის დროს საავტომობილო მოძრაობა არ შეწყვეტილა, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ღერძულა ხაზზე იდგნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ვარდები ეკავა.

მოქალაქეები უკმაყოფილო არიან „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

ასევე ნახეთ

„ვარდების რევოლუცია“ 9+9 წლის შემდეგ