პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, უვადოდ აირჩია ამირან ძაბუნიძე.

  • ძაბუნიძე 2020 წლის დეკემბრიდან იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2015 წლის დეკემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2017-2019 წლებში ეკავა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა;
  • 2009-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ ამირან ძაბუნიძის კანდიდატურას რეკომენდაცია 28 დეკემბერს გაუწია.