საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდება.

გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გააცნოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარება, განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს და პასუხები გასცეს მათ შეკითხვებს.

„ალბათ, ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და მივაწვდი მათ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. მისივე თქმით, არის ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საქმის მიმართაც. ლომჯარიას ინფორმაციით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გააცნობს თავის პოზიციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი ინსპექტორის აპარატის გაუქმების ინიციატივაზე: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის
ასევე ნახეთ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია - ნინო ლომჯარია