მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმას

სარაკეტო დარტყმით ჩამონგრეული შენობა ხარკოვში. 2022 წლის 11 ივლისი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის რამდენიმე საცხოვრებელ უბანზე იერიში მიიტანეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩ“-ის გამოყენებით.

ქალაქის იმ რაიონში, რომელზეც შეტევა მოხდა, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ასევე ნახეთ

18-მდე გაიზარდა დონეცკის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის თავზე მყოფი თვითმფრინავებიდან ოდესის ოლქს 4 რაკეტა ესროლეს. ერთი შენობას მოხვდა. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ზუსტდება.