"როცა აკტეონი, ძეი არისტეას"

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ადრეული გალაკტიონის შედევრზე – „როცა აკტეონი, ძეი არისტეას“, რომელიც ანტიკურობით არის ნაკარნახევი. აკტეონი, არისტევსის ძე, ცნობილი თებეელი მითოლოგიური გმირია. ამ მითს სამი ძირითადი ვერსია აქვს: არქაული, კლასიკური და ელინისტური. გალაკტიონი ელინისტურ ვერსიას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც აკტეონი ტყეში ნადირობისას ქალწული ქალღმერთის არტემისის მდინარეში ბანაობას შესწრებია, რის გამოც ქალღმერთმა სასტიკად დასაჯა, მეტყველება აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ირმად გარდაქმნა უწინასწარმეტყველა. თავისი მონადირეებისა და ძაღლების ხმა რომ გაუგონია, აკტეონს მათთვის მიუმართავს და იმავე წამს ირმად გადაქცეულა, რომელიც საკუთარმა ორმოცდაათმა ძაღლმა დაგლიჯა. გალაკტიონი საკუთარ თავს ხედავს აკტეონში, რომელიც მისივე გამოზრდილმა პოეტებმა დაგლიჯეს...