გორში - რინერიც...

Your browser doesn’t support HTML5

მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონის, ევროპის 5 და ოლიმპიური თამაშების 3 ოქროს მედლის მფლობელის, საფრანგეთის წარმომადგენლის ტედი რინერის დამარცხება ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ძიუდოში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, გორელი შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა - ჩვენი სპორტის ღირსშესანიშნავი მოვლენაა, განსაკუთრებით კი გორელებისთვის -გამარჯვებული გურამ თუშიშვილიც ხომ ამ ქალაქიდანაა - შეახსენებს სპორტის მოყვარულებს ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი;

ვეტერან მოჭადრაკეთა იტალიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობენ ნონა გაფრინდაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე;

ჩვენი ბათუმელი მიმომხილველი გია ცანავა - ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის სენსაციები და საქართველოს პირველობის ბოლო ტურის სავარაუდო შედეგები.