თავდაცვის სამინისტრო, მოსკოვის მერი: დრონებმა წუხელ მოსკოვის ოლქს და ყირიმს შეუტიეს

კვირა ღამით მოსკოვის მისადგომებთან რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი მოწყობილობა ჩამოყარა, იტყობინებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
სობიანინის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოვარდა ისტრის რაიონში, ხოლო მეორე - რამენსკოესთან.
მსხვერპლი არ არის. მოსკოვის აეროპორტებში შეფერხებები იყო: შერემეტიევოში, დომოდედოვოსა და ვნუკოვოში ექვსი ავიარეისი გაუქმდა, ხოლო 30 - გადაიდო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ექვსი დრონი ჩამოაგდეს ანექსირებული ყირიმის სანაპიროებთან.
ერთი დრონი ჩამოვარდა ქალაქ ორიოლში, რასაც მოჰყვა საწვავის რეზერვუარში ცეცხლის გაჩენა.
დრონი ჩამოვარდა ასევე ტულის მახლობლად. რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროს თანახმად, ის ლოგისტიკის ცენტრის ტერიტორიაზე დაეცა.
17 სექტემბრის დილას თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქში საჰაერო თავდაცვამ გადაიტაცა უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყრილ დრონებს უკრაინულად მიიჩნევს. უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.