CTBTO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის ნაბიჯი, უარი თქვას ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებაზე, "სამწუხაროა"

რუსეთის დუმის შენობა მოსკოვში

ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების ორგანიზაციის (CTBTO) ხელმძღვანელმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ "ღრმად სამწუხაროა" რუსი კანონმდებლების ნაბიჯი ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დღევანდელი გადაწყვეტილება, მიიღოს კანონი, რომელიც აუქმებს რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირებას (CTBT), იწვევს ღრმა იმედგაცრუებას და სამწუხაროა“, - თქვა CTBTO-ს ხელმძღვანელმა რობერტ ფლოიდმა განცხადებაში.

”ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება განახლებულ გლობალურ გადაწყვეტილებას CTBT-ის ძალაში შესვლის შესახებ.”

18 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დაამტკიცა კანონპროექტი CTBT-ის რატიფიკაციის გაუქმების შესახებ. კანონმდებლებმა კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად მიიღეს - მას ყველა, 415 დეპუტატი, მიემხრო.

ინიციატივა, რომელიც დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე გაჩნდა, ამ თვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა. მან განაცხადა, რომ ეს იქნება აშშ-ის პოზიციის „ანარეკლი“.

აშშ იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 1996 წლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ არასოდეს მოუხდენიათ რატიფიცირება.

ასევე ნახეთ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ორგანიზაცია გაფრთხილებით გამოვიდა შეთანხმებიდან რუსეთის შესაძლო გასვლის თაობაზე. აშშ მოსკოვს აკრიტიკებს
ასევე ნახეთ CNN-ი: აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
ასევე ნახეთ ბირთვული შანტაჟი და მფრინავი ჩერნობილის საფრთხე