შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული სატვირთო გემი

საილუსტრაციო ფოტო: თურქეთის დროშა შავი ზღვის ფონზე

თურქული სატვირთო გემი, რომელზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა ქარიშხლის დროს - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ მყარდება, სამაშველო სამუშაოებს კი უამინდობა აფერხებს.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Kafkametler-ის, კაპიტანმა კვირა დილით განაცხადა, რომ მოდრეიფე გემი ერეგლისკენ მიემართებოდა, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზონგულდაკის პროვინციაში. ამის შესახებ ადგილობრივმა გუბერნატორმა თქვა.

თურქეთის საზღვაო საქმეთა სააგენტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მაშველებმა ერეგლის სანაპიროზე იპოვეს გემიდან გადმოვარდნილი ერთი მეზღვაურის ცხედარი.

ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი იზმირის სანაპიროდან კვირას გავიდა და ტალღასაჭრელთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.