პაპი გმობს "სასოწარკვეთილ ჰუმანიტარულ ვითარებას" ღაზაში

რომის პაპი ფრანცისკე. 2023 წლის 25 დეკემბერი

რომის პაპმა ფრანცისკემ 25 დეკემბერს დაგმო ღაზაში პალესტინელთა "სასოწარკვეთილი ჰუმანიტარული ვითარება" და თავის საშობაო სიტყვაში "ქალაქსა და მსოფლიოს"(Urbi et Orbi) გამოვიდა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მოწოდებებით.

"ჩემი გული გლოვობს 7 ოქტომბრის შემზარავი თავდასხმის მსხვერპლთ, და ვიმეორებ ჩემს სასწრაფო მოწოდებას კვლავ ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებისკენ, - თქვა ფრანცისკემ და დასძინა, - გამოვდივარ თხოვნით, დასრულდეს სამხედრო ოპერაციები სამოქალაქო პირებს შორის უდანაშაულო მსხვერპლის თავზარდამცემი შედეგით და მოგიწოდებთ მოეძებნოს გადაწყვეტა სასოწარკვეთილ ჰუმანიტარულ ვითარებას, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის გზის გახსნის მეშვეობით".