CIA-ის ხელმძღვანელი პარიზში შეხვედრებს გამართავს ღაზის გარშემო მოსალაპარაკებლად

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი. ვირჯინია. ლენგლი. 2022 წლის 8 ივლისი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი „ახლო მომავალში“ პარიზში გამართავს ისრაელის, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასთან ღაზის სექტორში ომის შესახებ.

ამის შესახებ სააგენტო AFP-ს უშიშროების სფეროში წყარომ აცნობა. წყარომ იმ ქვეყნიდან, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებაში, დაადასტურა The Washington Post-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიავლენს პარიზში CIA-ის ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს საომარი მოქმედებების სანაცვლოდ ჰამასის ხელში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტი 26 მაისს ესაუბრა კატარის ამირას, რათა განეხილათ ჰამასის ხელში მყოფი მძევლების გათავისუფლების გზები, განაცხადა თეთრმა სახლმა. ბაიდენი ესაუბრა ასევე ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატა ალ-სისის.

კატარი მთავარი შუამავალი იყო მძევლების წინა გათავისუფლების მოლაპარაკების დროს.

ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ისრაელის ქალაქებზე იერიში მიიტანა. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1200-ზე მეტი, მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 25 ათასს მიაღწია. 2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის საპატიმროებიდან სანაცვლოდ გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.

ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლო ისრაელს უბრძანებს აღკვეთოს გენოციდი, არ ავალებს ცეცხლის შეწყვეტას