მაშველებმა დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი გამოიყვანეს. 28 იანვარი, 2024.

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, უხვი ნალექის გამო გზას ვეღარ აგრძელებდა 30-მდე ავტომობილი და მათში მყოფი 90-მდე ადამიანი.

მაშველებმა სპეცტექნიკის გამოყენებით თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე.