აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხება სენატში შესულ ორპარტიულ კანონპროექტს საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებასა და უკრაინის დახმარებაზე, ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვის თაობაზე გადაწყვეტილებას 6 თებერვალს მიიღებენ.
თუ კანონპროექტს ორივე პარტია არ დაუჭერს მხარს, "მაშინ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ", - უთხრა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა სააგენტო "როიტერსს".
კანონპროექტის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს გავლენიანმა რესპუბლიკელებმა, მათ შორის პრეზიდენტობის წამყვანმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.
კანონპროექტი ეხება 118 მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯებს, მათ შორის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას უკრაინისთვის.