ჩეჩნეთში მსჯავრდადებული, ოპოზიციონერი ძმების იანგულბაევების დედა ზარემა მუსაევა ქალაქ არღუნში სასჯელაღსრულების კოლონიაში რჩება. როგორც „კავკაზ.რეალიც“ წერს არ დადასტურდა მუსაევას უცნობ კოლონიაში გადაყვანის ინფორმაცია, რაც ერთი კვირის წინ მის ადვოკატ ალექსანდრ სავინს აცნობეს.
ამჟამად პიატიგორსკში საკასაციო სასამართლო განიხილავს მუსაევას საკასაციო საჩივარს მის მიმართ პოლიციელზე თავდასხმის თაობაზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე. ბოლო შეხვედრა გადაიდო, რადგან მსჯავრდადებული სავარაუდოდ გადაიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც ვიდეო კავშირის შესაძლებლობა არსებობს.
ადვოკატმა ალექსანდრ სავინმა მოახერხა ზარემა მუსაევას მონახულება, მან არ გაამჟღავნა არგუნში ამ შეხვედრის დეტალები. ამასთან, ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერების დედა 5 მარტს, მომდევნო შეხვედრამდე ვიდეო არხის უზრუნველსაყოფად, შეიძლება ფედერალური პენიტენციური სამსახურის სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ.
სავინმა მიანიშნა, რომ ზარემას გადასაყვანად შესაძლოა გროზნოს წინასწარი პატიმრობის ცენტრი შეირჩეს.
2022 წლის იანვარში ჩეჩენი პოლიციელები შეიჭრნენ პენსიაზე გასული მოსამართლის, საიდ იანგულბაევის ნიჟნი-ნოვგოროდის ბინაში და ჩეჩნეთში ძალით წაიყვანეს მისი მეუღლე ზარემა მუსაევა. პოლიციამ განმარტა, რომ მათ მუსაევა დაკითხვაზე დაიბარეს 2019 წლის ზაფხულში გროზნოში ვინმე მადინა ასიმოვას მიერ ჩადენილი თაღლითობის საქმეზე. მუსაევა უარყოფდა ასიმოვასთან ურთიერთობას.
- ჩეჩნეთში მუსაევას პირველად 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით მიუსაჯა. შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თითქოსდა, ის თავს დაესხა უბნის ოფიცერს, რომელიც ოქმს ამზადებდა და „ლამის თვალი ამოთხარა“, - აცხადებდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი.
ასევე ნახეთ
ქალი, რომელსაც კადიროვი მოკვლით ემუქრება- 2023 წლის ივლისში გროზნოს სასამართლომ მუსაევას ასევე ბრალი წაუყენეს თაღლითობაში და კოლონიაში ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ მუსაევა პოლიტპატიმრად აღიარა.