პირს, რომელსაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთებას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი პროკურატურამ უკვე წაუყენა.
საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ეს არის პირი, რომლის სატელეფონო ზარმაც 14 თებერვალს ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა. მგზავრებისა და ბორტის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობაზე შეტყობინება ცრუ იყო.
როგორც მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). პროკურატურა ითხოვს სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდოს.
ბრალის წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა 1 პირის დაკავების შესახებ.
ასევე ნახეთ
დაკავებულია პირი, ვის გამოც ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნეს - სუსი"აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ", - აღნიშნეს სუსში.
ასევე ნახეთ
„მაისურით ვარ, ჩანთა და აპარატურა ბორტზე დამატოვებინეს“ - რას ჰყვებიან მობრუნებული თვითმფრინავის მგზავრები14 თებერვალს 12:45 საათზე ქუთაისის აეროპორტიდან აფრენილი Wizz Air-ის ბორტი, პილოტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.
ასევე ნახეთ
ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნესმოგვიანებით ქუთაისის აეროპორტის განცხადებით გაირკვა, რომ "მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ".
ასევე ნახეთ
ცნობილია მიზეზი, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნესუსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ Wizz Air-ის ბორტსა და მგზავრებს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ შეტყობინება არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ასევე ნახეთ
Wizz Air-ის ბორტზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა - აეროპორტში სუსმა და შსს-მ მუშაობა დაასრულესქუთაისი-ბარსელონის რეისი იმავე დღეს, დაახლოებით 6-საათიანი დაგვიანებით შესრულდა.