ნავალნის ცოლი 19 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას დაესწრება

ჟოზეპ ბორელი ASEAN-ის შეკრებაზე ჯაკარტაში. 21 ივლისი 2024 წელი

კრემლის ოპონენტის, კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი 19 თებერვალს დაესწრება ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას. ამის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა ბლოკის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა.

„ორშაბათს ჩვენ ვუმასპინძლებთ იულია ნავალნაიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში. ევროპის კავშირის წევრების მინისტრები რუსეთში თავისუფლების მებრძოლებს ძლიერ გზავნილს გაუგზავნიან და პატივს მიაგებენ ელექსეი ნავალნის ხსოვნას“. დაწერა ბორელმა X.-ის გავრცელებულ ცნობაში.

ასევე ნახეთ

"გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე" - ნავალნის სიკვდილში მეუღლე პუტინს ადანაშაულებს