22 თებერვალს აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორი ნულანდმა განაცხადა, რომ სანქციების უმეტესობა დაარტყამს „პუტინის სამხედრო მანქანას“ დ ამოავსებს ხარვეზებს სანქციების უკვე არსებულ რეჟიმებში.
ახალი სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს გვერდი აუარონ არსებულ სანქციებს და ბანკებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევიან.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო