უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები იტყობინება, რომ ჩამოაგდეს ათი დრონი, რომლებიც 28 თებერვალს რუსეთის მიერ იქნა გაშვებული უკრაინის სამხრეთის მიმართულებით.
უკრაინელი სამხედროები ფეისბუკით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ოდესის და ნიკოლაევსკის რაიონებში გაანადგურეს „შაჰედის“ ტიპის 10 უპილოტო საფრენი მოწყობილობა.
ინფორმაცია ნგრევის და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ
უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება "უკიდურესად სერიოზულია" - მეთიუ მილერიასევე ნახეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთი ჩამოგდებული А-50-ის ნაცვლად მზვერავი დრონების გამოყენებას ცდილობს