აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ ისრაელელ ახალმოსახლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა მიმართ ძალადობისთვის

AP-ის ცნობით, 14 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო სამი ექსტრემისტულად განწყობილი ისრაელელის მიმართ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სამ პირს ბრალად ედება პალესტინელებზე თავდასხმა და მათი დევნა იმ მიზნით, რომ დატოვონ საკუთარი ტერიტორია. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესდა ასევე ორ ფერმას, რომლებსაც ახალმოსახლე ისრაელელები მართავენ.

სანქციების დაწესებით, სავარაუდოდ, გაიზრდება დაძაბული ურთიერთობა აშშ-სა და ისრაელს შორის ღაზის ომის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის და ფინანსთა უწყების მიერ სანქციების გამოცხადება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შორის წინააღმდეგობის გამძაფრების პერიოდში.

ამერიკელმა მოხელეებმა, ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩათვლით, შეშფოთება გამოხატეს ახალმოსახლეების მხრიდან იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების მიმართ ძალადობის ტალღის გამო მას მერე, რაც ისრაელმა აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ ომი დაიწყო ღაზის სექტორში.

ისრაელი აცხადებს, რომ ამგვარი თავდასხმების წინააღმდეგ მიმართავს ზომებს და რომ სანქციები არაა საჭირო. სანქციების კონკრეტული შინაარსის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან არაა ნათელი, აქვთ თუ არა შესაბამის პირებს და ორგანიზაციებს აქტივები აშშ-ში.

თუმცა ახალმოსახლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინა პარტიამ დააშინა ისრაელის ბანკები, რომლებიც მათთან აწარმოებენ ბიზნესს. სანქციები სხვათა შორის გულისხმობს ამ პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას.

ასევე ნახეთ

ისრაელელი უფლებადამცველები ებრაელი ახალმოსახლეების მხრიდან ძალადობის შეწყვეტას მოითხოვენ

ასევე ნახეთ

აშშ აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა დაიცვას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა, შეაჩეროს ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობა