პერმში 64 წლის ქალმა საარჩევნო უბანზე პეტარდა მიიტანა და საპირფარეშოში ააფეთქა

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში იმართება - 2024 წლის 15-დან 17 მარტამდე.

ტელეგრამის არხ Baza-ს ცნობით, პერმში 64 წლის ელენა ს.მ.-მ გამაჯანსაღებელ ცენტრში გახსნილ საარჩევნო უბანზე დიდი პეტარდა მიიტანა და ტუალეტში ააფეთქა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ქალი ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა. ტელეგრამის არხის ცნობით, ელენას ხელში ეჭირა პაკეტი, რომელიც საარჩევნო უბნის დაცვამ ყურადღებით შეამოწმა, მაგრამ აკრძალული ვერაფერი დაინახა. ზუსტად უცნობია, თუ როგორ მოახერხა ქალმა შენობაში ფეიერვერკის შეტანა. აფეთქების შემდეგ შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავად 64 წლის ქალი კი, რომელსაც Baza-ს ცნობით, აფეთქებამ ხელი მოაგლიჯა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

(არ) კმარა პუტინი! - როგორი იყო რუსების პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს
  • რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში იმართება - 2024 წლის 15-დან 17 მარტამდე. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ, როგორც არათავისუფალსა და უსამართლოს და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ერევა საარჩევნო პროცესში, უპირატესობას უქმნის სახელისუფლებო კანდიდატებს და ზოგ შემთხვევაში არჩევნები პირდაპირ ყალბდება.
  • არჩევნების შედეგები 18 მარტს გახდება ცნობილი. მაგრამ რუსების ძალისხმევის მიუხედავად, მთავარი ინტრიგა მხოლოდ ისაა, თუ რამდენ პროცენტს დაუწერენ ვლადიმირ პუტინს და ვინ დაიკავებს მეორე ადგილს კრემლის ლოიალურ კანდიდატებს შორის.