ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში, ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყებაში ამბობენ, რომ კაცმა ცივი იარაღით დაჭრა არა მხოლოდ ცოლი, არამედ ცოლის ნათესავიც.
ასევე ნახეთ
პრეზიდენტი: დღეს მთავარი გამოწვევაა, ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი დავძლიოთ, რომელიც სირცხვილია ქვეყნისთვისარსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლის მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკით, დანით რამდენიმე ჭრილობის მიყენებით არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა, შემდეგ კი მიმალა.
დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დაწყებულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11 პრიმა 19-109-ე მუხლით.
ასევე ნახეთ
უვადო პატიმრობა სოფოს მკვლელს - რას ამბობს დედა განაჩენის გამოცხადებამდე 3 დღით ადრე?ასევე ნახეთ
21 წლის ქეთის მკვლელობა - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდი