ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

აფეთქების ადგილი, თბილისი, ბოჭორმის ქუჩა, 7 აპრილი, 2024.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

აფეთქება თბილისში, ისნის რაიონში 12:00-ისათვის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მოხდა.

ასევე ნახეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი: ბოჭორმის ქუჩაზე დაშავებული 4 პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.