თბილისში ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო ბროშურები გამოაკრეს
„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, - თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა...
ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ“, - ამბობს ვიცე-მერი.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად თბილისში „თავისუფლების მარში“ იმართებამანვე განმარტა, რომ უნებართვოდ სარეკლამო პლაკატების გაკვრისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია 200-დან 1000 ლარამდე ჯარიმა.
პლაკატების გაკვრის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებენ, ბროშურების ჩამოხევა დაიწყო.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.