ჰამასის თავდასხმის გამო გადადგა ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი

აჰარონ ჰალივა, ისრაელის არმიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი

ისრაელის არმიამ 22 აპრილს გამოაცხადა, რომ მისი დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელი, აჰარონ ჰალივა გადადგა 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან მიტანილი იერიშის დროს გამოვლენილი ჩავარდნების გამო.

ჰალივა ისრაელის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ჰამასის თავდასხმის შედეგად გადადგა. ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-მდე პირი ტყვედ წაიყვანეს. 7 ოქტომბრის იერიშმა ბიძგი მისცა ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმას ღაზაში, რასაც, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ემსხვერპლა 34 000-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა ბავშვები და ქალები.

ისრაელის არმია განცხადებაში ამბობს, რომ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა დაამტკიცა ჰალივას გადადგომის თხოვნა და მას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის.

ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა