გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიციირებულ „აგენტების კანონს“.
გერმანიის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე წერს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე საპროტესტო აქციას მართავს სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.
Thousands in #Georgia protest every night for free speech and a vibrant civil society. #EU candidate status represents a historical opportunity. The Georgian government has a responsibility not to willfully obstruct the country’s path to a European future.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) April 25, 2024
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ".
საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ასევე ნახეთ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - პატელი "აგენტების კანონზე"პარლამენტის თანახმად, კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით, მიღების სავარაუდო თარიღია 17 მაისი.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.
ასევე ნახეთ „ევროპაში მსგავსი კანონი არ გვაქვს“ - გერმანიის კანცლერი პრემიერ კობახიძეს