რუსეთი აცხადებს, რომ დონეცკში სოფელი დაიკავა

უკრაინის ძალები იკვლევენ რუსეთის მიერ დაბომბილი სემენივკის არეალს, 2023 წელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 29 აპრილს აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, სოფელი დაიკავა და განაგრძობს სვლას დასავლეთით - იმ ფონზე, როცა უკრაინის შეთხელებული ძალები უკან იხევენ.

"ძალების ცენტრალური ჯგუფის დანაყოფებმა გაათავისუფლეს სოფელი [სემენივკა] დონეცკში", - წერს სამინისტრო ტელეგრამით.

უკრაინას ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია, ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

სემენივკა მდებარეობს ახლოს ავდეევკასთან, რომელიც თებერვალში დაიპყრეს რუსეთის ძალებმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი 28 აპრილს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აღმოსავლეთში ვითარება რთულდება და რუსეთი "ფრონტის მთელ ხაზს" უტევს.

ასევე ნახეთ

როგორ კარგავდნენ უკრაინელები დონბასს