"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ვაკეში აქცია-მსვლელობა იმართება

აქცია-მსვლელობა "არა რუსულ კანონს". 29 აპრილი, 2024 წელი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკიდან მზიურის პარკის მიმართულებით, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა იმართება. აქტივისტებს გაშლილი აქვთ დიდი ბანერი წარწერით: "კი ევროპას, არა რუსულ კანონს", ისმის საქართველოს ჰიმნი.

დემონსტრანტები საავტომობილო გზის ერთ სავალ ნაწილზე მოძრაობენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პარალელურად, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების "საერთო-სახალხო შეკრება" იმართება. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.