საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან ძლიერი წვიმის გამო გზაზე წყალი და ლაფის გამო ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს დროში ჩატარდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
"ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს", - აცხადებენ დეპარტამენტში