"ჯივიპის" ცნობით, მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად დღემდე ათიათასობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.
კომპანიის განცხადებით, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაო არეალი მოეწყობა.
"რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგნოსტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები", - წერია კომპანიის განცხადებაში.
სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღმოსაფხვრელად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან მიმდინარეობს.
ქსელის აღდგენამდე, კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის.
ასევე ნახეთ
მცხეთის მერიაში ერთი წლის წინაც იცოდნენ, რომ GWP-ს წყლის მილთან ნაგავი იყრებოდა