GWP აბონენტებს წყალმომარაგების აღდგენას 24 ივნისიდან ეტაპობრივად ჰპირდება

წყალი ათასობით ოჯახს 16 ივნისს შეუწყდა.

თბილისის წყალმომარაგების კომპანია - GWP დედაქალაქის იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალს გრაფიკით აწვდის, 24-საათიანი სერვისის მიწოდებას დღეიდან, 24 ივნისიდან ეტაპობრივად ჰპირდება. 

„მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა“, - აცხადებენ კომპანიაში.

თბილისში, 50 ათასზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდება ბოლო ერთი კვირაა. მიზეზი სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაა.

ასევე ნახეთ თბილისი უწყლოდ - რა მიუთითებს იმაზე, რომ საფრთხის აცილება შეიძლებოდა

მილსადენი, რომელიც 16 ივნისს დაზიანდა ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონებში ათასობით ოჯახს ამარაგებდა წყლით.