კატასტროფის დროს დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.
კახაბერ ზურაბაშვილი 2022 წელს, მარნეულის სამხედრო აეროდრომში იმ ტიპის თვითმფრინავის წინ დგას, რომლითაც კატასტროფა განიცადა. SU-25-ს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად იყენებს 26 მაისს სამხედრო აღლუმზე საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გასაშვებად
„აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასბოლნისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 13:00 საათზე ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25.
„გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მერის წარმომადგენელმა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიმიტრი მოდებაძემ.
ასევე ნახეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა