ცხრა წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

ფოტოილუსტრაცია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 66 წლის კაცი ცხრა წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით და 11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.

ბავშვმა ბაბუის მხრიდან ძალადობის შესახებ დედას უამბო, რომელმაც სამართალდამცველებს მიმართა.