მსხვერპლი მოჰყვა ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევას

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად სამოქალაქო გემი დაზიანდა.

რუსეთის ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ 7 ოქტომბერს, ღამით, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პალაუს დროშით მცურავ სამოქალაქო გემს. დაიღუპა 60 წლის უკრაინელი და დაიჭრა უცხო ქვეყნების 5 მოქალაქე. კიპერი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაშავებულები.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია სამოქალაქო გემის დაზიანების შესახებ იუწყებოდა 6 ოქტომბერსაც, ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებით შეტევის შემდეგ.

ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო დღეს, 8 ოქტომბერსაც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.