სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლი ქალაქ სუმიში. 2024 წლის 17 ნოემბერი

სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის ჯარებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს, დაარტყეს. მერიის და პროკურატურის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც დაზიანებულია 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებული სახლებიდან ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სუმიში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ასევე ნახეთ „ასეთ რამეს არ აანონსებენ“ - ზელენსკი დასავლური რაკეტებით რუსეთზე მოსალოდნელ დარტყმაზე