მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა 14 ნოემბერს გამოსცა.
ბაია კვიციანი აღარ არის „ქართული ოცნების“ 170-კაციან საპარლამენტო სიაში, თუმცა ამ სიაში მოხვდა მისი დის ქმარი, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი.
ასევე ნახეთ ერთი მილიარდერი, 16 მილიონერი - ვინ ხდება დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიიდან?პრემიერის ბრძანებითვე, მინისტრ ალექსანდრე წულაძის მოადგილეები გახდნენ ასევე ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე.
ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრად 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.
„ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“, - თქვა წარდგენის დროს მინისტრმა.
მისი წინამორბედი განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი იყო. მან თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.