უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვამდე გაიზარდა. .
30 იანვრის ღამით დრონით დარტყმა იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე.
ქალაქ სუმიში რუსული დრონის დარტყმით ნაწილობრივ დანგრეულ სახლში მაშველები 30 იანვარს, დილითაც მუშაობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ხუთს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად სახლის ოთხ სართულზე ხუთი ბინა დაინგრა.