თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება - ჭიათურაში უშედეგო აქციების შემდეგ მაღაროელები დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ასობით ადამიანი ხელისუფლებამდე საკუთარი მოთხოვნების მიტანას ცდილობს, მათ შორის მთავარი გაჩერებული მაღაროების ამუშავებაა.
მათი მოთხოვნებია:
- დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება;
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
მაღაროელების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ საქმიანობით ამ მუნიციპალიტეტში მუშაობას აღარ გააგრძელებდა, რადგან, მათი თქმით, წამგებიანი იყო.