120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად

ღამის კლუბი Jet Set-ი სანტო-დომინგოში, 8 აპრილი, 2025 წელი

სულ მცირე, 124 ადამიანი დაიღუპა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბ Jet Set-ში სახურავის ჩამონგრევის შედეგად. 33 ცხედარი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული. ამის შესახებ CNN-ი საგანგებო ოპერაციების სამსახურის დირექტორ ხუან მანუელ მენდესზე დაყრდნობით იუწყება.

სახურავი სამშაბათს, ღამით ჩამოინგრა მომღერალ რობი პერესისა და მისი ორკესტრის გამოსვლის დროს. მომღერლის ცხედარი ოთხშაბათ დილით ნანგრევებიდან ამოიტანეს.


მაშველებს ღამის კლუბში დაშავებულები გადაჰყავთ

კლუბში სულ მცირე 300 ადამიანი იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 145 ადამიანი გადაარჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.