წერილის ავტორებმა ასევე სთხოვეს ვაშინგტონელ კანონმდებლებს, რათა "გაითვალისწინონ მედია კორპორაციის დაფინანსების შემცირების" უფრო ფართო და გრძელვადიანი შედეგები.
"RFE/RL-ის დახურვა, ფაქტობრივად, დიდ გამარჯვებას მოუტანს ავტორიტარულ რეჟიმებს ევროპაში, აზიაში და სხვაგან. იგი გააქარწყლებს ათწლეულების გამავლობაში სიტყვის თავისუფლებისა და ღია საზოგადოების მხრივ მიღწეულ პროგრესს", - ციტირებს "ბლუმბერგი" წერილის ტექსტს.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას.
მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ამის შემდეგ RFE/RL-ს გრანტი შეუწყდა წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც " USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველია, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული". წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს. სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული.
RFE/RL-მა ამ ნაბიჯს უკანონო უწოდა და სასამართლოს მიმართა
შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.
სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, - რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, - სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.
თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.
RFE/RL-ის ხელმძღვანელობა, რომელიც 1 აპრილს იძულებული გახდა ბევრი თანამშრომელი გაეშვა შვებულებაში შემცირებული ხელფასებით, აგრძელებს ძალისხმევას გრანტის დარჩენილი ნაწილის მისაღებად, რომელიც საბიუჯეტო ბოლომდე, ანუ 2025 წლის 30 სექტემბრამდე ეკუთვნის.
საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის განსაზღვრული ბიუჯეტი, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად, 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს.
ასევე ნახეთ ჩვენ უნდა დავიცვათ რადიო თავისუფლება, თუ არადა, ეს იქნება საჩუქარი ავტორიტარებისთვის - მარტა კოსი ევროპარლამენტშიRFE/RL-ის დაფინანსების სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, რადიო თავისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.