13 აპრილს, დილით, უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს.
„ავიადარტყმის შედეგად ბევრი დაღუპულია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ცნობილია 20-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.
სუმის ცენტრი, 13 აპრილი 2025 წელი
ოლქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სუმის ცენტრზე იერიში განხორციელდა ორი ბალისტიკური რაკეტით. არიან დაჭრილები და დაღუპულები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
ასევე ნახეთ უკრაინის ქალაქ სუმიში 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა რუსეთის დარტყმების შედეგადაპრილის დასაწყისში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ასევე ნახეთ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის გამო უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს