„ეს თეატრი იყო იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი ერთ ადამიანს და გამოუცხადო სოლიდარობა... ამ ყველაფერს ველოდი: ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. ვიქნები თუ არა ამ თეატრის ხელმძღვანელი, მეორეხარისხოვანია... მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი; მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები“, - თქვა დავით დოიაშვილმა.
ასევე ნახეთ „სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილსმის ამ სიტყვებს თეატრთან შეკრებილების ოვაციები მოჰყვა.
„ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ. ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია“, - მიმართა დოიაშვილმა თეატრთან შეკრებილ ადამიანებს.
დღეს, 16 აპრილს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კულტურის სამინისტროს განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ნახეთ სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ახალი თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა - მედიავასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო - მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ "შემომხედეთ... ვერ ვიგებ, თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით" - მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროკურორს ასევე ნახეთ „როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალა“ - ანდრო ჭიჭინაძის საქმეპროევროპული აქციების პირველივე დღეებში პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ ბინაში დააკავა. თეატრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ვადა 21 იანვრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 იანვარს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში და ყველასთან მივიდოდნენ. მანიფესტი წარდგა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის წინაშე.