გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2500 ლარით დააჯარიმა. საბა სორდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. იურისტ მარიამ ყველაშვილის განმარტებით, ჟურნალისტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც "ზედაპირული დათვალიერების" ფარგლებში გაჩერებულს, პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ ჩანთის შიგთავსის სრულად ნახვა მოსთხოვეს.
მოწმე პოლიციელმა ბესარიონ სიხარულიძემ 8 აპრილს სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ საბა სორდია „საპოლიციო ეჭვის“ საფუძველზე გააჩერეს.
ასევე ნახეთ უარესია, როცა შენი უფლებები იცი? - რისთვის აღმოჩნდა საბა სორდია იზოლატორსა და სასამართლოშიდაკავების შემდეგ საბა სორდია 48 საათს დააყოვნეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებულმა ჟურნალისტმა თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში მისი დამცირება სცადეს იმის გამო, რომ საყურე ეკეთა, ჩამოართვეს კამერა GoPro-ც.
ასევე ნახეთ პოლიციაში გადაყვანისას გაიგო, რომ დააკავეს. მანქანაში ჰომოფობიური კომენტარები იყო - დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი