ბიულეტენების 96%-ის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ედი რამას პარტია ხმების 52,09%-ს იღებს. მეორეზეა ოპოზიციური ცენტრისტულ-მემარჯვენე „დემოკრატიული პარტიის“ კოალიცია ხმების 34,44%-ით. დანარჩენი ხმები კიდევ სამ პატარა პარტიაზე ნაწილდება.
ამ შედეგებით, სოციალისტები 82 მანდატს მიიღებენ 140-მანდატიან პარლამენტში და ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად შეძლებენ. პრემიერ-მინისტრად კი მეოთხე ვადით აირჩევენ ედი რამას.
ასევე ნახეთ ჯერ პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, შემდეგ კანდიდატი აკრძალეს... რა უნდა ვიცოდეთ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზეალბანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები არჩევნების დასრულებიდან 48 საათის შემდეგ უნდა გამოაცხადოს, თუმცა ეს შეიძლება გადაიდოს ოპოზიციის მოთხოვნის გამო. ოპოზიცია საბერძნეთიდან გამოგზავნილი ბიულეტენების ნაწილის ბათილად ცნობას მოითხოვს.
საბერძნეთში მცხოვრებ ალბანელებს წელს პირველად შეეძლოთ ხმის ფოსტით მიცემა და ეს უფლება დაახლოებით 195 000-მა პირმა გამოიყენა.
მასობრივი ემიგრაციის გამო, 2,4 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხმის უფლება თითქმის 3,7 მილიონ ადამიანს აქვს.