ერთი თვის წინ პაკისტანი და ინდოეთი ხანგრძლივი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ინდოეთმა პასუხისმგებლობა პაკისტანს დააკისრა, პაკისტანმა კი ბრალდება უარყო.
ასევე ნახეთ ტრამპი: პაკისტანმა და ინდოეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აშშ-ს შუამავლობითამას მოჰყვა რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა და ორმხრივი თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით, რამაც საზღვრის ორივე მხარეს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს იყო ყველაზე ინტენსიური დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ. დაპირისპირება მაისის დასაწყისში განიმუხტა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის შემდეგ - ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლი შეწყვიტეს.
ინდოეთმა თებერვალში თავდაცვის ხარჯები 9.5%-ით გაზარდა.