სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უკრაინის ხარკოვის ოლქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი კუპიანსკის რაიონშია.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს დრონებით „გერანი-2“.
კუპიანსკის რაიონში დარტყმა იყო აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც დამწვარია საწყობები და ავტოტრანსპორტი.
დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარმა მოიცვა ტექნიკური მომსახურების სადგური. დაზიანებულია ახლომდებარე სახლები.