3 ივლისს პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი

ფოტოკოლაჟი: ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 3 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ტელეფონით დაელაპარაკება.

ეს არის ორი კვირის განმავალობაში მათი პირველი საჯაროდ გამოცხადებული საუბარი.

ასევე ნახეთ ჰააგაში პირისპირ შეხვედრის შემდეგ: ტრამპი ზელენსკიზე - "უკეთესი ვერ იქნებოდა", ზელენსკი აშშ-ზე - "ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ"

“აშშ-ის პრეზიდენტთან დღეს ვილაპარაკებ”, - უთხრა პუტინმა მედიის წარმომადგენლებს 3 ივლისს მოსკოვში საგამოფენო ცენტრში სტუმრობისას.

სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმაც.

ასევე ნახეთ რუსეთის საომარი ეკონომიკა რეცესიისკენ მიემართება. ეს, სავარაუდოდ, ომს ვერ შეანელებს