მოსკოვის ოლქის ორ ქალაქში აფეთქებები იყო

საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ფოტო ქალაქ სერგიევ-პოსადის იმ რაიონიდან, სადაც 4 ივლისს აფეთქება მოხდა

დღეს, 7 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქის ქალაქებში, კარსნოზავოდსკსა და სერგიევ-პოსადში. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ.

სერგიევ-პოსადზე დრონებით შეტევა იყო 4 ივლისსაც. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 4 ივლისს სერგიევ-პოსადში დაარტყეს რუსეთის ფედერალურ სამეცნიერო-საწარმოო ცენტრს, რომელიც რუსული არმიისთვის აწარმოებს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების თერმობარულ საბრძოლო ნაწილებს.

სერგიევ-პოსადიდან ათ კილომეტრშია ქალაქი კრასნოზავოდსკი, სადაც ქიმიური ქარხანა მდებარეობს. დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებზე დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განავლობაში მოსკოვის რეგიონში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 8 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ აქვეყნებს მონაცემებს იმ დრონების შესახებ, რომელთა მოგერიება საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ შეძლო.