დღეს დილით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი.
დრონებით დარტყმა იყო ხარკოვის ცენტრზე, სადაც ტერეხოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები და სამშობიარო სახლის შენობა.
მერის თანახმად, კლინიკაში მყოფები არ დაშავებულან. მათ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
განახლება: დილის 11 საათისთვის ხარკოვის საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მწვავე სტრესული რეაქციის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა სამ ახალნამშობიარებ ქალს და სამ ჩვილს.
ასევე ნახეთ ივნისში პიკს მიაღწია მსხვერპლმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში - გაეროს მისიახარკოვზე რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო 7 ივლისსაც, დაიღუპა 1 და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი. დაინგრა და დაზიანდა სახლები და სხვა შენობები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.