ამ ცნობას ავრცელებს თურქეთში გამომავალი Independent Türkçe, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება 23-24 ივლისსაა დანიშნული.
გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკების ამ მორიგ რაუნდს ძირითადად ტექნიკური შინაარსი ექნება და რამდენიმე საკითხის განხილვით შემოიფარგლება. მოლაპარაკების თემებს შორის შესაძლოა იყოს "ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები სასაზღვრო რაიონებში".
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივლისს თქვა, რომ რუსეთის მხარეს მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვა შესთავაზა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმაროვმა. ზელენსკის თქმით, "აუცილებელია იყოს მოლაპარაკების მზარდი დინამიკა" და "ყველაფერი გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტისთვის".
ასევე ნახეთ ზელენსკი: მშვიდობის რეალურად მისაღწევად საჭიროა შეხვედრა ლიდერების დონეზე. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვისმიმდინარე წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა ელ რიადსა და შემდეგ სტამბოლში, რომელთა ყველაზე ხელშესახები შედეგი იყო მოლაპარაკება ტყვეების და დაღუპული მებრძოლების გვამების გაცვლის თაობაზე.
Independent Türkçe ამავე პუბლიკაციაში იუწყება, რომ პარასკევს სტამბოლი უმასპინძლებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებას დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ირანს შორის.
ასევე ნახეთ უკრაინაში მთავრობა შეიცვალა - რას ნიშნავს და რა კავშირი აქვს ვაშინგტონთან?